ENG

მედიატორი

მარია ხაჩატურიან

მედიატორი
სიითი N0312
სასამართლო მედიატორი
მარია ხაჩატურიან - მედიატორი 2025 წლიდან
 
ამჟამად წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების სტაჟიორი; გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში „ადამიანის უფლებების სწავლების გაძლიერება საჯარო სკოლებში“ („უფლებათა სკოლა“) პროექტის ტრენერი. 

პროფესიით იურისტი, ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და ამავე უნივერსიტეტის კერძო სამართლის მაგისტრის დიპლომებს (წარჩინებით).

2023 წელს გავლილი აქვს თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ ორგანიზებული მედიაციის (60-საათიანი) სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი. აგრეთვეპრაქტიკული სწავლების კურსი ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კლინიკაში. 

2024 წელს ჩაბარებული აქვს სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საგნისა და პროფესიული უნარების (მასწავლებლობის)საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო განათლებაში. ამავე წელს წარმატებით დაასრულა ტრენერთა ტრენინგის კურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

2021 წლიდან დღემდე მარიას აქვს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რუსთავის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს პარლამენტში და სხვა საჯარო უწყებაში სტაჟირებისა და მუშაობის გამოცდილება. 

 
სამუშაო ენები: ქართული, სომხური.
უკან