ENG

მედიატორი

მარიამ აბესაძე

მედიატორი
სიითი N0297
სასამართლო მედიატორი
მარიამ აბესაძე - მედიატორი 2024 წლიდან.

ამჟამად ქართულ-ამერიკული საკონსულტაციო კომპაანიის „სანბრეს კორპ. ლიგალ სერვისიზ” - ის იურისტი; იუსტიციის სასწავლო ცენტრის სერთიფიცირებული ტრენერი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით.

პროფესიით იურისტი, ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და ამავე უნივერსიტეტის კერძო სამართლის მაგისტრის დიპლომებს (წარჩინებით). გარდა ამისა, მარიამს დასრულებული აქვს ჰარვარდის სამართლის სკოლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი, ერთსემესტრიანი, სასერთიფიკატო კურსი საავტორო უფლებებში.

2022 წელს მარიამს გავლილი აქვს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ ორგანიზებული მედიაციის 60 საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას:2019 წლის მარტიდან - 2022 წლის აგვისტომდე მარიამი მუშაობდა ერთ-ერთ იურიდიულ კომპანიაში, სადაც ახორციელებდა სამართლებრივ კვლევას, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას საერთაშორისო და ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის; 2022 წლის სექტემბრიდან - დღემდე ატარებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებს; 2022 წლის ოქტომბრიდან - დღემდე მარიამი მუშაობს შპს „სანბრეს კორპ. ლიგალ სერვისიზ” - ში (SBC LEGAL, რომელიც ოპერირებს ბიზნეს კორპორაციის - SunBreath Corp. -ის ეგიდით, ქალაქ ნიუ-იორკში, აშშ) იურისტად, სადაც მისი სპეციალიზაციის სფეროს წარმოადგენს საკორპორაციო, გაკოტრების, ინტელექტუალური საკუთრების, მოთხოვნის უზრუნველყოფის, სახელშეკრულებო და მიწის სამართალი.

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
უკან