ENG

მედიატორი

მარიამ ბახუტაშვილი

მედიატორი
სიითი N0119
სასამართლო მედიატორი
მარიამ ბახუტაშვილი - მედიატორი 2022 წლიდან.

პროფესიით იურისტი. ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს. ასევე, ილიას სახელმწიო უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის მაგისტრის ხარისხს.
გავლილი აქვს ტრენინგები სახელმწიფო შესყიდვების მართვის, ასევე ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ხელოვნების თემატიკაზე.

2020 წელს გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი მედიაციაში (80 საათიანი), ორგანიზებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ. ამასთან, წარმატებით გაიარა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერტიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურიანი პროგრამა.

2013 წლიდან ახორციელებს პრაქტიკულ საქმიანობას. მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციაში, იკავებდა მენეჯერულ პოზიციას სახელმწიფო შესყიდვების და მისი მონიტორინგის მიმართულებით და აქტიურად იყო ჩართული სტრატეგიული დანიშნულების სახელმწიფო პროექტების შექმნასა და განხორციელებაში. ამჟამად, დასაქმებულია ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან