ENG

მედიატორი

მარიამ ისაკაძე

მედიატორი
სიითი 0170
სასამართლო მედიატორი
მარიამ ისაკაძე - მედიატორი 2023 წლიდან

მარიამი პროფესიით  იურისტია,  ფლობს ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს. ამჟამად სწავლობს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მაგისტრატურის   საფეხურზე.   გავლილი   აქვს   ტრენინგები   ადვოკატის   უნარ- ჩვევებისა და საქმიანობის სპეციფიკის, ეფექტური კომუნიკაციის ხელოვნების, გამოძიების მეთოდოლოგიის  შესახებ. ასევე, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საქართველოს ეროვნულ  უნივერსიტეტში უძღვებოდა  ტრენინგების კურსს პრაქტიკული კურსის (street laws)ფარგლებში.

2021   წელს გაიარა   მედიატორის   სასერტიფიკატო   ონლაინ   ტრენინგ   კურსი აკრედიტირებული      საქართველოს   მედიატორთა   ასოციაციის  მიერ.  

2/02/2019 - 
12/05/2019  იყო  საადვოკატო  ბიუროს  „თქვენი  ადვოკატის“  სტაჟიორი, გაიარა კურსი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. განიხილავდნენ რეალურ საქმეებს სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, მარიამი ესწრებოდა სასამართლო პროცესებს, ადგენდა სამართლებრივ დოკუმენტებს.

1/10/2020-1/13/2020-იურიდიული ფირმა „getoproject” სტაჟიორი, გაიარა კურსი სამეცნიერო ნაშრომის შედგენა, აკადემიური წერა, პრეზენტაციისა და საჯარო საუბრის ხელოვნება; ესწრებოდა ტრენინგებს, რომლებიც შეეხებოდა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებს. 
06/11/2020-09/12/2020 წელს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში, კერძოდ, სისხლის სამართლის პალატის მოსამართლის ბესიკ ბუგიანიაშვილის თანაშემწის სტაჟიორი. შეხება ქონდა საქმეებთან,რომლებიც უკავშირდებოდა საკუთრების   წინააღმდეგ მიმართულ, ასევე სქესობრივ დანაშაულებს; ეხმარებოდა თანაშემწეს სამართლებრივი დოკუმენტების შედგენასა და ტექნიკურ საკითხებში. აგრეთვე, გაიარა სისხლის სამართლის კურსის პრაქტიკული   ნაწილი,   იმიტირებულ   პროცესებში   მონაწილეობით. 16/09/2020 – 16/12/2020 იყო დამწყებ ადვოკატთა სკოლის სტაჟიორი, გაიარა სისხლის სამართლის კურსი;  განიხილავდა  რეალურ საქმეებს, ადგენდა  სამართლებრივ დოკუმენტებს, ესწრებოდა სასამართლო პროცესებს.

ამჟამად არის საქართველოს შინაგან სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის, კერძოდ, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს სტაჟიორი.
 
სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური
უკან