მარიამ კანდელაკი - მედიატორი 2023 წლიდან
პროფესიით გახლავთ იურისტი. მან წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი კერძო სამართალში. მისი სამაგისტრო ნაშრომიც სწორედ მედიაციას შეეხებოდა. კერძოდ კონფიდენციალობას, როგორც მედიაციის პროცესის უპირატესობასა და მისი დაცვის სამართლებრივ გარანტიებს.

2019 წელს მარიამს გავლილი აქვს 40 საათიანი მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგი მხარდაჭერილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU), დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და თბილისის ღია უნივერსიტეტის (TOU) მიერ. 2018 წელს გავლილი აქვს მედიაციის ტრენინგი UNDP, GBA და NCADR მიერ მხარდაჭერილი. 2017 წელს გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) მიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე - ადვოკატის როლი მედიაციის განვითარებაში.
სამედიაციო საქმე მოიცავს სახელშეკრულებო, ვალდებულებითი, საოჯახო, სანივთო, სამემკვიდრეო, შრომითი, ინდივიდუალური, კოლექტიური შრომითსამართლებრივი და არაქონებრივ უფლებებთან დაკავშრირებული დავები.
2017 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. გახლავთ საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, ამასთან აქვს ადვოკატის დამატებითი სპეციალიზაცია, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, ისე ბავშვთა უფლებებში. 2018-2019 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარების კომიტეტის წევრი, ხოლო 2019-2020 წლებში სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი.
მას აქვს, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება. ამჟამად ის გახლავთ შპს „ბი-ემ-სის“ მთავარი იურისტი, ამასთან ახორციელებს კერძო საადვოკატო საქმიანობას.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.