ENG

მედიატორი

მარიამ მაისურაძე

მედიატორი
სიითი N0244
სასამართლო მედიატორი
მარიამ მაისურაძე - მედიატორი 2023 წლიდან.
 
ამჟამად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტი.

პროფესიით იურისტი, მარიამი ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრისა და საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის დიპლომებს.

2022 წლის თებერვალ-მარტში წარმატებით გაიარა  სსიპ მედიატორთა ასოციაციის მიერ აკრედიტირებული ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული მედიატორობის მსურველთა 70-საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2023 წლის აპრილიდან დღემდე - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტი;2021 წლიდან დღემდე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2018-2020 წწ. - სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენელი აჭარაში გენდერის საკითხებში. ასევე, 2013-2017 წლებში მუშაობდა საფინანსო და არასამთავრობო სექტორში, სხვადასხვა მიმართულებით.

სამუშაო ენები: ქართული, რუსული და ინგლისური.
უკან