ENG

მედიატორი

მარიამ სხულუხია

მედიატორი
სიითი N0235
სასამართლო მედიატორი
მარიამ სხულუხია - მედიატორი 2023 წლიდან.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი,  სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატი. 2023 წლიდან საქართველოს მედიატორთა ასოციაციის და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის წევრი. მარიამს უმაღლესი განათლება საქართველოს უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ფლობს ინგლისურენოვანი საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრის დიპლომს. მონაწილეობა მიიღო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საერთაშორისო შეჯიბრში (The John H. Jackson Moot Court Competition) ჩეხეთი. 2017-2018 წლებში  გაიარა სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. 2019-2020 წლებში მუშაობდა ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში იურიდიული კონსულტანტის პოზიციაზე ბინადრობისა და მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით. ამჟამად არის ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის იურისტი და აუთსორსულ მომსახურებას უწევს შემდეგ კომპანიებს: შპს „კანი,“ შპს „კანი ესთეტიკ.”

რაც შეეხება მედიაციის გამოცდილებას, 2018 წელს მონაწილეობა მიიღო კონსენსუალური დავის გადაწყვეტის საერთაშორისო კონკურსში (Consensual Dispute Resolution Competition),ავსტრია. გავლილი აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU)დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) 60 საათიანი მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ERASMUS + პროექტის Mediation: Training and society transformation/MEDIATS ტრენინგი „მედიატორის უნარ-ჩვევები.” გამოქვეყნებული აქვს ინგლისურენოვანი სამაგისტრო ნაშრომი „ონლაინ მედიაციის განვითარება საქართველოში კომერციული დავებისთვის.“ ასევე გამოქვეყნებული აქვს არაერთი ინგლისურენოვანი სტატია უცხოურ ჟურნალებსა თუ წიგნებში.მარიამის სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: ვალდებულებითი, სახელშეკრულებო, საოჯახო, სამემკვიდრეო და შრომითი დავები.

სამუშაო ენები:ქართული, ინგლისური.
უკან