ENG

მედიატორი

მარიკა არევაძე

მედიატორი
სიითი N0005
სასამართლო მედიატორი
მარიკა არევაძე - მედიატორი 2019 წლიდან.

ამჟამად საადვოკატო ბიუროს „არევაძე და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი; საქართველოს უნივერსიტეტის, ევროპის უნივერსიტეტის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი; მცხეთის რაიონული სასამართლოს მედიატორი.
პროფესიით იურისტი ფლობს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრის დიპლომს; ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს.
2019 წლიდან მარიკას გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (40 სთ.), მხარდაჭერილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა (GBA) და თბილისის ღია უნივერსიტეტის (TOU) მიერ.
სტატუსით არის აკრედიტებული მედიატორი. 2019-დან დღემდე - მცხეთის რაიონული სასამართლო, მედიატორი.
მისი სამედიაციო პრაქტიკა მოიცავს: ვალდებულებით, სახელშეკრულები, სამემკვიდრეო, საოჯახო, შრომით, საბანკო დავებს.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2019 წლიდან - დღემდე არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2018 - 2018 წწ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2017 წლიდან - დღემდე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი; 2016 წლიდან - დღემდე - „არევაძე და პატრნიორები“ - მმართველი პარტნიორი. 2016 წლიდან - დღემდე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი -მოწვეული ლექტორი (სამართლის სკოლა); 2015 – 2019 წწ - ა(ა)იპ „იარე ფეხით“ - სამართლებრივი ექსპერტი; 2015 წლიდან - დღემდე - ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი - მოწვეული ლექტორი (სამართლის სკოლა); 2015 წლიდან - დღემდე - „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი“ - დამფუძნებელი / დირექტორი; 2014 – 2017 წწ - შპს „ნიუ ჰოსპიტალს“ - იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი; 2014 წლიდან - დღემდე - საქართველოს უნივერსიტეტი - მოწვეული ლექტორი (სამართლის სკოლა); 2014 წლიდან - დღემდე - სამეცნიერო ჟურნალი „ახალგაზრდა ადვოკატები“ - მთავარი რედაქტორი; 2005 – 2014 წწ - სხვადასხვა კერძო კომპანია (მათ შორის - პსპ ჯგუფი; ნიუ ჰოსპიტალსი (სამედიცინო დაწესებულება); მარკ ინვესტი (სამშენებლო კომპანია); ჯეომედი (სადისტრიბუციოკომპანია) - იურისტი.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან