ENG

მედიატორი

მარიკა გურგენიძე

მედიატორი
სიითი N0176
სასამართლო მედიატორი
მარიკა გურგენიძე - მედიატორი 2023 წლიდან
  
ამჟამად იურიდიული ფირმა „ბიელსი“-ს (BLC Law Office) იურისტი, სამართლის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი და პროფესორის ასისტენტი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, ბავშვთა უფლებების სპეციალიზაციით.
 
პროფესიით იურისტი, ფლობს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრის დიპლომს და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს. 2018-2019 წლებში გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტში, ესტონეთში და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სრული დაფინანსებით სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში. 2021 წელს მიენიჭა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის პროგრამის საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე კურსდამთავრებულის სტატუსი. მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მას რამდენჯერმე აქვს მოპოვებული სახელმწიფო სტიპენდია და ასევე გახლავთ კს „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ სტიპენდიატი.
 
მარიკას გავლილი აქვს Harvard Law School-ისა და ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საავტორო სამართლის კურსი და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკადემიის (GAA) მიერ ორგანიზებული არბიტრის საკვალიფიკაციო კურსი. მარიკას ასევე გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში, რომელიც ორგანიზებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა (NCADR) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) მიერ. მარიკა ჟიური წევრად გახლდათ მიწვეული 2023 წელს ორგანიზებულ მომხმარებელთა უფლებების სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესებში. ის ასევე გახლავთ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ 2019 წელს ორგანიზებული შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესების გამარჯვებული მონაწილე.
 
ის არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ის ასევე მკვლევარის სტატუსით მონაწილეობას იღებდა საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარების შექმნის პროცესში, რომელიც ორგანიზებული იყო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის და გაეროს შრომის ორგანიზაციის (UN AGENCY ILO) მიერ. აკადემიური საქმიანობის პარალელურად, მარიკა სხვადასხვა დროს მუშაობდა და სტაჟირებას გადიოდა თბილისი სააპელაციო სასამართლოში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში, იურიდიულ კომპანია „ჯასთის ლიგში“ და კს „კორძაძის საადვოკატო ბიუროში“.
 
მარიკას სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: კომერციული, შრომითი, სახელშეკრულებო და საოჯახო ურთიერთობები.
 
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
უკან