ENG

მედიატორი

ნატო ორთავიძე

მედიატორი
სიითი N0036
სასამართლო მედიატორი
ნატო ორთავიძე - მედიატორი 2017 წლიდან.

ამჟამად იურიდიული კომპანიის “ბირკაია და კვანტალიანი” იურისტი; თბილისის საქალაქო სასამართლოსმედიატორი.
პროფესიით იურისტი ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის მაგისტრი დიპლომს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომს.
2017 წლიდან ნატოს გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, UNDP, EU4Justice – 56 საათიანი მედიატორის ტრენინგი. სტატუსით არის აკრედიტებული მედიატორი. 2017 წლიდან - დღემდე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი.
ნატოს სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: ვალდებულებითი, შრომითი, საოჯახო და სამეზობლო დავები.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2019 წლიდან - დღემდე არის იურიდიული კომპანია “ბირკაია და კვანტალიანი” (Birkaia&Kvantaliani LAW OFFICE) – იურისტი; 2018 – 2019 წწ- იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი; 2016 – 2018 წწ - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტი, ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველო - მრჩეველი; 2014 – 2016 წწ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი, საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების სამმართველო - უფროსი სპეციალისტი; 2012 - 2014 წწ - სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიურო - კონსულტანტი; 2012 წწ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

სამუშაო ენები: ქართული.
უკან