ENG

მედიატორი

ნინი კეპულაძე

მედიატორი
სიითი N0309
სასამართლო მედიატორი
ნინი კეპულაძე - მედიატორი 2024 წლიდან

ამჟამად „გასტრონომ ჯგუფის“ იურისტი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტენტის დოქტორანტი და ამავე უნივერსიტეტის აკადემიური ასისტენტი კერძო სამართლის მიმართულებით.

იგი ფლობს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის ორენოვან დიპლომს. ნინის აქვს მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილება.

იგი საქმიანობდა სხვადასხვა პროფილის მქონე კერძო კომპანიებში იურისტისა თუ სამართლებრივი მრჩეველის პოზიციაზე, ასევე ჩართული იყო კვლევით პროექტებში და იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს. 2021 – 2023 წლებში იგი იყო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და ILO-ს ერთობლივი კოლაბორაციით შექმნილი შრომის კოდექსის კომენტარის პროექტის მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი და პროექტის მენეჯერი.

2022 წლიდან იგი ასევე ჩართულია USAID - ის თანადაფინანსებით განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებში მენეჯერულ პოზიციაზე.

2022 წელს მაინ მოიპოვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი და სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით იმყოფებოდა ლუიჯი ვანვიტელის უნივერსიტეტში.

2024 წელს კი, იგი გახდა ჩეხეთის განათლების და მეცნიერების სამინისტროს სტიპენდიატი და სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით იმყოფებოდა ჩარლზის უნივერსიტეტში. ნინის ასევე აქვს საჯარო სკოლებთან მუშაობის გამოცდილება ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების ფარგლებში.

ნინის ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები. მას გავლილი აქვს RESOLVE-ის მიერ ორგანიზებული სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისგან აკრედიტებული მედიაციის 62 საათიანი სასერტიფიკატო პროგრამა.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
უკან