ნინო ბურდული - მედიატორი 2023 წლიდან
პროფესიით კონფლიქტოლოგი . თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი კონფლიქტების მართვისა და ანალიზის სპეციალობით . ამჟამად ახორციელებს სადოქტორო კვლევას მედიაციის სერვისის დანერგვის პროცესიის შესახებ .
ნინოს 2008 წლიდან დღემდე უმუშავია ფსიქიკური ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების და განათლების სფეროში, როგორც საჯარო ინსტიტუციებში , ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორში .
მას აქვს სამუშაო გამოცდილება ბენეფიციართა სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებთან, როგორც ქალაქის ტიპის დასახლებებში ,ასევე კონფლიქტის ზონაში : ქუჩის ბავშვებთან , იძულებით გადაადგილებულ პირებთან , შშმ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან , ძალადობის მსხვერპ ბავშვებთან , კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან და მათ ოჯახებთან . ის აქტიურად იყო ჩართული ძალადობისაგან დაცვის უწყებათაშორისი რეფერალური სისტემის საპილოტე პროექტის დანერგვის პროცესში ( 2009წ) ;
ასევე მუშაობდა არასრულწლოვანთა ზრუნვის სერვისების სტანდარტების შემუშავების უწყებათაშორის სამუშაო გუნდში . ( 2012წ) ნინო ჩართული იყო ,, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მექანიზმის გაძლიერების ,, უწყებათაშორისი რეფერალური სისტემის დანარგვის საქმეში .( 2013წ)
ნინოს გავლილი აქვს მედიატორთა საკვალიფიკაციო შესაბამისი სასერტიფიკატო ტრეინინგ კურსები. მისი სამუშაო სფეროა საოჯახო, სასკოლო, სამემკვიდრო, კორპორატიული , შრომითი მედიაცია.
წევრობა: საქართველოს მედიატოთა ასოციაციის წევრი, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წევრი
სამუშაო ენები: ქართული , ინგლისური.