ნინო ჯოლია - მედიატორი 2024 წლიდან
ამჟამად საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Grant Thornton (Georgia)-ის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ექსპერტი, ტრენერი, მენტორი, აკრედიტირებული მედიატორი.
ამჟამად საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Grant Thornton (Georgia)-ის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ექსპერტი, ტრენერი, მენტორი, აკრედიტირებული მედიატორი.
პროფესიით იურისტი/ეკონომისტი, მკვლევარი და ექსპერტი ტექნოლოგიების სამართლის საკითხებში. ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის დიპლომირებული სპეციალისტის ხარისხს (მაგისტრთან გათანაბრებული, ბიზნეს-იურისტის კვალიფიკაციით) (LLB/LLM in International Economic Law (Joint Program)), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საფრანგეთის პიერ მენდესის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში ევროკავშირის სამართლის მაგისტრის ხარისხს (MA in European Studies (EU Law)) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორის ხარისხს (PhD in Economics). ასევე არის კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტი (PhD (c) in Law) ტექნოლოგიების სამართლის მიმართულებით.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2019 წლიდან - დღემდე არის შპს „გრანთ თორნთონ“-ისიურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 2017-2018 წწ. – შპს „აგროპლან ჯორჯია“-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 2015-2018 წწ. – სს „ჰუმანითი ჯორჯია“-ს (სს „საპარტნიორო ფონდი“-ს პროექტი) მთავარი იურიდიული მრჩეველი, 2010-2015 წწ. – პატენტრწმუნებულის საპატენტო ოფისის იურისტი, 2006-2010 წწ. – შპს „ასტაკ ჯორჯია“-ს ბიზნეს იურისტი.
ნინო არის ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham), ევროპის ბიზნეს ასოციაციისა (EBA) და ბიზნეს ფედერაცია „ქალები მომავლისათვის“ (Women for Tomorrow)იურიდიული კომიტეტების წევრი, კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) ექსპერტ-ტრენერი, საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების კვლევითი ინსტიტუტის (RIITI) საერთაშორისო ექსპერტი.
ნინო ეწევა აქტიურ სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობას. სხვადასხვა უნივერსიტეტებში იგი არის ასოცირებული პროფესორი და მოწვეული ლექტორი, ასევე გრანთ თორნთონ აკადემიის ტრენერი, მენტორი. ნინოს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და სტატია ბიზნეს-სამართლებრივ საკითხებზე, ასევე არის სახელმძღვანელოს „საერთაშორისო ეკონომიკური სამართალი“თანაავტორი.
ნინო არის აკრედიტებული მედიატორი. მისი სამედიაციო საქმეთა განხილვის არეალში შედის: საკორპორაციო, შრომითი, სახელშეკრულებო, ვალდებულებითი, სანივთო უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული დავები.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.