ENG

მედიატორი

ნინო კოსტავა

მედიატორი
სიითი N0083
სასამართლო მედიატორი
ნინო კოსტავა - მედიატორი 2022 წლიდან.

ამჟამად შპს “ემ ერ ჯი ლიმიტედ”-ის იურისტი. პროფესიით იურისტი, ფლობს ქ. ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის საერთშორისო სამართლის სპეციალობით დიპლომს.

პროფესიით ადვოკატი, ფლობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით წევრ ადვოკატის სტატუსს. პროფესიით დირიჟორი, ფლობს ქ. ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო სასწავლებელში საგუნდო-სადირიჟორო სპეციალობით დიპლომს. პროფესიით ბუღალტერი, ფლობს საქართვლოს ეკონიმოსტთა ასოციაციის ბუღალტრული აღრიცხვის საეთაშორისო სტანდარტებით მოქმედ სერტიფიკატს.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2002-2004 წწ მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისრტო-იურისტი. 2004-2005 წწ საქართველოს მიუსაფართა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრი-ადვოკატი. 2005-2006 წ მონაწილეობა მიიღო კონკურსში, ქალაქ ბათუმის ადგილობრივი თვითმართველობის აპარატის იურიდიულ სამსახურში სპეციალისტის თანამდებობაზე, სადაც დაინიშნა კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ამავე სამსახურში დაწინაურდა წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2005-2019წ- შპს `ქვინსვეი სერვისიზ~-ში (საქრუინგო კომპანია) ბუღალტრის და იურისტის თანამდებობა, ამჟამად პროკურისტის თანამდებობა. 2006 წელს მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომოკის სამინისტროს მიერ 100% წილით დაფუძნებულ შპს `გაზეთ აჭარა და ადჟარიაში” იურისტის თანამდებობაზე. 2006-2007წ შპს `ბათფარმა~-ში (ფარმაცევტული ქარხანა)- იურისტი. 2007-2008წ-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დასავლეთის რეგიონალური საბაჟოს იურიდიული სამმართველოს უფროსი. 2008-2009წ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2009-2010წ იურიდიულ კომპანია კს “ნოდია და პარტნიორები” იურისტი. 2010-2011წ შპს “GIMG”-ში იურისტი. 2011-2012წ შპს “ბარამბო აჭარაში” იურისტი. 2016-2018წ შპს “TV ERA”-ში იურისტი. 2011 წლიდან დღემდე შპს “ემ ერ ჯი ლიმიტედ”-ში (ნატახტარის პროდუქციის დისტრიბუცია აჭარის რეგიონში) იურისტი.

სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.
უკან