ENG

მედიატორი

ნუგზარ სარია

მედიატორი
სიითი N0060
სასამართლო მედიატორი

ნუგზარ სარია - მედიატორი 2021 წლიდან.

ამჟამად ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე; მედიატორი;  სსიპ„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“  წევრი.
პროფესიით იურისტი ფლობსი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს /სამართლის  დოქტორთან გათანაბრებული/, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს,სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2021 წლიდან ნუგზარს გავლილი აქვს  ევროკავშირი საქართველოსთვის და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ ჩატარებული 60 საათიანი მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგი. 2021 წლიდან  არის აკრედიტებული მედიატორი.  2018 წლიდან ნუგზარს გავლილი აქვს  ტრენინგი მედიაციის სწავლების მეთოდოლოგიაში; 2017 წლიდან  მედიაციის ტრენინგი;
 
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას:  2018 წლიდან დღემდე - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2018 წლიდან დღემდე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე;2014 – 2017 წლებში - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე; 2013 -2014 წლებში - სასწავლო უნივერსიტეტ ევროპული აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ფაკულტეტის დეკანი; 1993 - 2016 წლებში ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის მასწავლებელი, პროფესორი; 2007 – 2011 წლებში - საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სამეგრელო-ზემოსვანეთის იურისტი; 2000 -  2006წლებში - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარე, სამეგრელო-ზემოსვანეთისმმართველი მოსამართლე;  1992 – 2000წლებში - ზუგდიდის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი; 1982 -  1992წლებში - ზუგდიდის რაიონული /სარაიონთაშორისო/ პროკურატურის გამომძიებელი. 


სამუშაო ენები: ქართული, რუსული.
უკან