ENG

მედიატორი

ქეთევან თურაზაშვილი

მედიატორი
სიითი N0112
სასამართლო მედიატორი
ქეთევან თურაზაშვილი -  მედიატორი 2022 წლიდან.

2020 წლის თებერვლიდან დღემდე ქეთევან თურაზაშვილი ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერის აპარატს.
2018-2020 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს. ამავე დროს არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით.
2005-2018 წლებში ქეთევან თურაზაშვილის სამუშაო გამოცდილება უკავშირდებოდა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორს. ის ხელმძღვანელობდა სხვადასხვა დიდი ინდუსტრიების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტებს, როგორიცაა: ტელეკომპანია იმედი, საერთაშორისო კორპორაცია ICR, KTW ჯგუფი, ა.ა.ი.პ ,,მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი,  სამედიცინო კომპანია ,,ახალი ხედვა“, შემოსავლების სამსახური.
2005-2008 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დაფუძნების დღიდან, იყო აღმასრულებელი საბჭოს კოორდინატორი.
2002-2004 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პალატებში ასრულებდა მოსამართლის თანაშემწის მოვალეობას.
2009 წელს სწავლობდა ადამიანური რესურსების მართვის ხელოვნებას პარტნიორები-საქართველო და UNAG საერთაშორისო სკოლაში.
2007  წელს დაასრულა GIPA-ს PR ტექნოლოგიების კურსი.
1997-2002 წწ სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. მიღებულია აქვს მაგისტრთან გათანაბრებული დიპლომი.
 
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
უკან