ENG

მედიატორი

ქრისტინა ფერაძე

მედიატორი
სიითი N0241
სასამართლო მედიატორი
ქრისტინა ფერაძე - მედიატორი 2023 წლიდან

ამჟამად სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინოვაციების და ხარისხის მართვის სამსახურის  მთავარი სპეციალისტი,  სააგენტოში  შეფასების ერთიანი სისტემის (Common Assessment Framework – CAF)  სამუშაო ჯგუფის წევრი და ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე.

პროფესიით იურისტი, ფლობს ივ.  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის  და კიოლნის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს(LLM zu Köln).

ქრისტინას  გავლილი აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისაგან აკრედიტებული მედიაციის 60 საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი. ამასთან,  ქრისტინამ წარმატებით გაიარა ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის”  სერტიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურიანი პროგრამა.

ქრისტინა არის საერთაშორისო გაცვლითი სტუდენტური სემინარის თბილისი-ბერლინი 2022-ის მონაწილე, სემინარის თემა: „არსებული ეკონომიკური მოვლენების გავლენა მიკრო და მაკრო ეკონომიკის დონეზე, შრომისა და სისხლის სამართლის ჭრილში“;   გავლილი აქვს ტრენინგები: „სახელმწიფო სერვისების დიზაინი“ 2003 წ; „მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა და დამუშავება“ 2003 წ; „შეფასების ერთიანი სისტემა“ 2003 წ;  „სახელმწიფო სერვისების მიწოდება“ 2022 წ;  იყო ივ.  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის მონაწილე „სამართლებრივი გერმანული 2015“. 

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2022 წლის 20 მაისიდან დღემდე სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინოვაციებისა და ხარისხის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი; 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ადმინისტრაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი; 2017 წლიდან 2022 წლამდე ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სპეციალისტი.

 
სამუშაო ენები: ქართული გერმანული.
უკან