რამილა ისმაილოვა - მედიატორი 2024 წლიდან
რამილა ისმაილოვა არის პროფესიით იურისტი, ფლობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაკალავრის ხარისხს.
გავლილი აქვს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ ჩატარებული 60 საათიანი მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსი. ამასთან , რამილამ წარმატებით გაიარა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერტიფიცირების წესით გათვალისწინებული სამსაფეხურიანი პროგრამა.
ამჟამად არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების“ - ცენტრის თანადამფუძნებელი.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას : 2019 წლიდან ეწევა პრაქტიკას იურიდიულ მიმართულებით. აგრეთვე, მუშაობს იურისტის თანაშემწედ.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მან სტაჟირება გაიარა ,,მართლმსაჯულების სახლში”- იურიდიულ ეთიკასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებზე(6 თვიანი) 2020 წლიდან - დღემდე არის ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგურის - მთავარი მარკეტინგის მენეჯერი, ასევე სხვადასხვა დროს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სახელმწიფო ორგანიზაციების ტრენინგ კურსში, პროექტში და სასწავლო კურსში . ასევე იყო ჩართული ფრიდრიხ ებერტის ფონდის- კვლევებში.
სამუშაო ენები: ქართული,აზერბაიჯანული, ინგლისური, რუსული,თურქული