შალვა მანძულაშვილი - მედიატორი 2022 წლიდან
შპს „ახალი იურიდიული ჯგუფის“ დამფუძნებელი პარტნიორი 2010 წლის მარტიდან დღემდე. სს „თამ“ თბილავიამშენის იურისტი, შემდეგ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი 2001 წლის ივლისიდან დღემდე. 2001 წლიდან დღემდე ახორციელებს მხარეთა წარმომადგენლობას საჯარო დაწესებულებებსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე. 2003 წლის აგვისტოდან ადვოკატთა კოლეგიის, ხოლო 2006 წლის სექტემბრიდან დღემდე სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი, ადვოკატი. 2022 წლის 21 თებერვლიდან სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ წევრი, მედიატორი.
პროფესიით იურისტი. 1996-2001 წლებში შალვა სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სპეციალობა - სამართალმცოდნე, 2008-2009 წლებში კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (CSL) მაგისტრატურაში, სპეციალობა - ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართალი, 2021 წელს გავლილი აქვს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა 85 საათიანი სასწავლო კურსი სსიპ „იუსტიციის სასაწავლო ცენტრში,“ 2019 წელს გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (40 სთ.) მხარდაჭერილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის მიერ, 2019 წლის მაისში მედიასთან კომუნიკაციის სტანდარტები, ორგანიზებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ, 2019 ივნისში გავლილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სამოქალაქო საქმეებზე, ორგანიზებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ, 2019 წლის მარტში ადმიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები და გასაჩივრების მექანიზმები, ორგანიზებული ევროკავშირი საქართველოსათვის Unidet National Human Rights, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ, 2014 წლის აპრილში საერთაშორისო გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება, ორგანიზებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ, 2005 წლის ივნისში ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალის სპეციალობით, 2004 წლის სექტემბერში - ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით, 2004 წლის მარტში - პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა.
რაც შეეხება მის პროფესიულ გამოცდილება: 2010 წლის მარტიდან დღემდე შალვა არის შპს „ახალი იურიდიული ჯგუფის“ (NLG) პარტნიორი/ადვოკატი, 2001 წლის ივლისიდან დღემდე სს „თამ“ თბილავიამშენის იურისტი, შემდეგ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, 2001 წლიდან დღემდე ახორციელებს მხარეთა წარმომადგენლობას საჯარო დაწესებულებებსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე, 2012 -2014 წლებში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის იურისტი, 2012-2013 წლებში საქართველოს პარალმენტის აპარატში, სამგორის რაიონის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს ხელმძღვანელი, 2004-2006 წლებში „მთაწმინდის ადვოკატურის“ ადვოკატი, 2003-2004 წლები „ისნის ადვოკატურის“ ადვოკატი, 2002-2006 წლები კასპის რაიონის სოფელ ახალციხის საკრებულოს მდივანი,1998 წელის ივნისი-ივლისი საუნივერსიტეტო სტაჟირება კასპის რაიონის გამგეობაში.
სამუშაო ენა: ქართული