ENG

მედიატორი

სოფიო ჯაფარიძე

მედიატორი
სიითი N0200
სასამართლო მედიატორი
სოფიო ჯაფარიძე - მედიატორი 2023 წლიდან 

2014 წელს მიენიჭა სამართალმცოდნის ბაკალავრის (თსუ), ხოლო 2016 წელს - სისხლის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი (გთსუ). დაიცვა ნაშრომი თემაზე: ,,სასჯელები და სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის (დევნის) ალტერნატიული მექანიზმები“ (პირობითი მსჯავრი; განრიდება, განრიდება-მედიაცია).2014 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. ხოლო, 2015 წელს საერთო სპეციალიზაციით. 2014 წლიდან გაიარა 6 თვიანი სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. 2015 წლიდან 2017 წლამდე დასაქმებული იყო საადვოკატო ბიუროში - კს "მოდებაძე და კომპანია" საერთო სპეციალიზაციით.2017 წლის აპრილიდან 2017 წლის ივლისამდე ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლის მიმართულებით, სსიპ ,,იურიდიული დახმარების სამსახური"–ს, ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროში.ხოლო, 2017 წლის ივლისიდან 2019 წლის 1 დეკემბრამდე  იყო თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი.2017 წლიდან არის სისხლის სამართლის მიმართულებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი.

გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი და მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში, მათ შორის, ადვოკატებისა და ადვოკატთა ასოციაციების სახელმძღვანელო პრინციპებთან დაკავშირებით სარეკომენდაციო დოკუმენტის მომზადებაში.

2019 წელს მიწვეული იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო კლინიკის ,,პრო-ბონო მომსახურება" ხელმძღვანელად. 2019 წლის 10 დეკემბრიდან არის "სოფიო ჯაფარიძის საადვოკატო ბიურო"-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 2020 წლის ივნისიდან არის მენტორი ადვოკატი.2020 წლის 04 აგვისტოდან არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში სპეციალიზებული ადვოკატი სამოქალაქო - ადმინისტრაციული მიმართულებით. 2021 წლის 04 აპრილიდან 2023 წლის 04 აპრილამდე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებების დაცვის კომიტეტის წევრი. 
 
გავლილი აქვს ს.ს.ი.პ. საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სამსაფეხურიანი მედიაციის სასერთიფიკატო პროგრამა. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართალი.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული.
უკან