ENG

მედიატორი

თამარ გოგიაშვილი

მედიატორი
სიითი N0229
სასამართლო მედიატორი
თამარ გოგიაშვილი   - მედიატორი 2023 წლიდან.

ამჟამად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის იურისტი. პროფესიით იურისიტი, ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომებს. 2023 წლიდან თამარი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) წევრი და ადვოკატი.

თამარს გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (60 საათი) მხარდაჭერილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა  (NCADR) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) მიერ. ამასთან, თამარმა წარმატებით გაიარა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ სერტიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურიანი პროგრამა.

2023 წელს თამარმა გაიარა მედიაციის სასერტიფიკატო  ტრენინგი, 2016 წ. ტრენინგი  - „ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი და ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი, 2011-2012 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის  „სამოქალაქო სამართლის კურსი“.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას 2015 წლიდან დღემდე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის იურისტი.
 
 
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური .  
უკან