ENG

მედიატორი

თათია ქვრივიშვილი

მედიატორი
სიითი N0045
სასამართლო მედიატორი
თათია ქვრივიშვილი -  მედიატორი 2017 წლიდან.


ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯომარის ბიუროს კონსულტანტი;
ააიპ ,,საქართველოს სასამართლოების მოხელეთა პროფესიული ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
პროფესიით იურისტი ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამართლის ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომებს.
2017 წლიდან თათიას გავლილი აქვს   თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მიერ ჩატარებული 56 საათიანი მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგი. 2016 წ - ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU), მიშელ ჰემლინის სამართლის სკოლა (Mitchell Hamline School of Law) - 34 საათიანი ტრენინგი თემაზე: დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - მედიაციის თეორია და უნარები. 2017 წლიდან - დღემდე არის აკრედიტებული მედიატორი თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თათიას სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: შრომით-სამართლებრივი დავები.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2019-2020 წწ - შვედეთის ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი; 2011-2013 წწ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირადი მდივნის პოზიცია.

სამუშაო ენები: ქართული.
უკან