ENG

მედიატორი

თეა ჭეიშვილი

მედიატორი
სიითი N0050
სასამართლო მედიატორი

თეა ჭეიშვილი - მედიატორი 2019 წლიდან.

ამჟამად არის მცხეთის რაიონული სასამართლოს მედიატორი; სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, დამფუძნებელი; საპროკურორო საბჭოს წევრი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აკრედიტებული ტრენერი; სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; შპს „ტელეიმედი“-ს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განმხილველი სააპელაციო კომისიის წევრი; შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“-ს იურისტი; შპს „სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი“-ს იურიდიული სამსახურის უფროსი; სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი.
პროფესიით იურისტი/ეკონომისტი ფლობს ბაქრაძის სახელობის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის მაგისტრთან გათანაბრებულ დიპლომს.
2019 წელს თეას გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (40 სთ.), მხარდაჭერილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა (GBA) და თბილისის ღია უნივერსიტეტის (TOU) მიერ.
2019 წლიდან - დღემდე თეა არის აკრეტიტებული მედიატორი მცხეთის რაიონულ სასამართლოში.
მისი სამედიაციო პრაქტიკა მოიცავს: სამემკვიდრეო, სამეზობლო, სანივთო დავებს.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2020 წლიდან - დღემდე არის საპროკურორო საბჭოს წევრი; 2019 წლიდან - დღემდე - მცხეთის რაიონული სასამართლოს მედიატორი; 2019 წლიდან - დღემდე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აკრედიტირებული ტრენერი; 2018 წლიდან - დღემდე - სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2016 წლიდან - დღემდე - შპს „ტელეიმედი“-ს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განმხილველი სააპელაციო კომისიის წევრი. 2014 -წლიდან - დღემდე - შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“- ს იურისტი; 2013-2018 წწ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი; 2013 წ - შპს „ბირკაია და კვანტალიანი“-ს იურისტი. 2009 წლიდან - დღემდე - შპს „სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი“-ს იურიდიული სამსახურის უფროსი; 2006 წლიდან - დღემდე - ს.ს.ი.პ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი. (სამოქალაქო სპეციალიზაცია); 1998 წლიდან - დღემდე - კერძო საადვოკატო საქმიანობა.

სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.
უკან