თინათინ მუმლაძე - მედიატორი 2022 წლიდან.
ამჟამად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი (სპეციალიზაცია - საერთო;არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; ბავშვთა უფლებები - სამოქალაქო). პროფესიით იურისტი, ფლობს ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მაგისტრთან გათანაბრებულ დიპლომს.
2019 წლიდან თინათინს გავლილი აქვს ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“, თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის“, ,,თბილისის ღია უნივერსიტეტის“ 40 საათიანი სასერტიფიკატო კურსი მედიაციაში.
რაც შეეხება პროფესიულ გამოდილებას: თინათინს ჩაბარებული აქვს მრავალი საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს ტრენინგები რისთვისაც გადაეცა სერტიფიკატები, მიღებული აქვს მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციებში მათ შორის: 2004 წელს - ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სამართლის კათედრამ დააჯილდოვა სტუდენტთა 2004 წლის სამეცნიერო კონფერენციაზე წარმატებული მონაწილეობისათვის. (მიენიჭა სერტიფიკატი).2007-2008 წლები - 8 თვიანი სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში.2007 წელი - ადვოკატთა სასერთიფიკატო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით. 2007-2008 წლებში იუსტიციის უმაღლესი სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის 3 თვიანი კურსი და ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა. 2013-2014 წლები - ადვოკატის სტაჟიორი. 2014 წლიდან დღემდე ადვოკატთა ასოციაციის წევრი - ადვოკატი. 2015 წლიდან - საქველმოქმედო ფონდი ,,ბოლნისი,, - ს იურისტი. 2015 წელი - ტრენინგი - ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ საკითხებზე. 2017 წლიდან - გრინვეი საქართველოს ,,პირადი ადვოკატის სააგენტო,, - ადვოკატი (იურისტი). 2019 წელი ტრენინგი - ,,ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები და გასაჩივრების მექანიზმები“. 2019 წელი - მედიაციაში წარმომადგენლობის (25-საათიანი) ტრენინგი. 2019 წელი - მედიაციის (40 საათიანი) ტრენინგი. 2019 წელი - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკვალიფიკაციო გამოცდა. 2020 წელი - ბავშვთა უფლებების საკვალიფიკაციო გამოცდა.2020 წელი - ტრენინგი - ,,საკუთრების უფლების რეგისტრაციის აქტუალური საკითხები" (უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა). 2020 წელი - ტრენინგი ,,დაკითხვის ფსიქოლოგია“. 2021 წელი - სრული კურსი ,,კრიმინალური ფსიქოლოგია“. 2021 წელი - ტრენინგ კურსი - ,,სამოქალაქო ჩართულობა, ადვოკატირება“ . 2021 წელი - მედიატორის საკვალიფიკაციო გამოცდა. 2021 წელი - 32 საათიანი ტრენინგ მოდული ,,სპეციალური საჭიროებები და ინტერვენციის მეთოდები“ (ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა და მიენიჭა სერტიფიკატი). 2021 წელი - სამოქალაქო განათლების მასწავლებლის გამოცდა.
სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.