ENG

მედიატორი

დავით აკობიძე

მედიატორი
სიითი N0003
დავით აკობიძე - მედიატორი 2019 წლიდან.

ამჟამად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის, აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს წევრი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტი.
პროფესიით იურისტი ფლობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის დიპლომს; ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს.
2019 წლიდან დავითს გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, UNDP, EU4Justice – 56 საათიანი მედიატორის ტრენინგი. სტატუსით არის აკრედიტებული მედიატორი. ამჟამად რუსთავის საქალაქო სასამართლოს მედიატორი.
დავითის სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: ვალდებულებითი, საოჯახო, სამემკვიდრეო და შრომითი დავები.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2018–2019 წლებში დავითი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს წევრი; 2017-2018წწ - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს წევრი; 2014–2015წწ -„ციცინო ცხვედიანის საადვოკატო ბიურო“ - ადვოკატი; 2013–2014 წწ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს -ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის მოწვეული ლექტორი; 2012–2014 წწ – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის რეფერენტი, თავმჯდომარის მოადგილის რეფერენტი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის რეფერენტი.

სამუშაო ენები: ქართული.
უკან