ENG

მედიატორი

კოკა დიდავა

მედიატორი
სიითი N0124
სასამართლო მედიატორი
კოკა დიდავა - მედიატორი 2022 წლიდან

ამჟამად აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი.

პროფესიით იურისტი, ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხს. საქართველოს საზოგადოებრივი უნივერსიტეტის (Gipa) მაგისტრის ხარისხს ადგილობრივი თვითმმართველობის დარგში, ასევე არის ალტე (Alte) უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრი.

2019 წლიდან გავლილი აქვს 40 საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR) და თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის (TOU CoLE) ერთობლივი მხარდაჭერით.

კოკას სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: ვალდებულებითი, სანივთო, საოჯახო, სამემკვიდრეო, სახელშეკრულებო, ინდივიდუალური/კოლექტიური შრომით სამართლებრივი და საბანკო დავები.

რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2014 წლიდან - დღემდე აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი.

სამუშაო ენა: ქართული.
 
უკან