ENG

მედიატორი

ლაშა ლურსმანაშვილი

მედიატორი
სიითი N0141
სასამართლო მედიატორი
ლაშა ლურსმანაშვილი - მედიატორი 2022 წლიდან

ამჟამად დასაქმებულია „ტიკაძე ლიგალ ქონსალითინგში“ იურისტის პოზიციაზე, სადაც ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 2021-2022 წლებში გაიარა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერტიფიცირების სამსაფეხურიანი პროგრამა. მისი სამედიაციო პრაქტიკა მოიცავს ვალდებულებით, საოჯახო, სამემკვიდრეო და შრომით დავებს.

ლაშა ლურსმანაშვილმა 2019 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლმცოდნეობის საბაკალავრო, ხოლო, 2019-2021 წლებში კი, ლუნდის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა.

საქართველოს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, ლაშა ლურსმანაშვილი იყო 2018 წელს ICC Hong-Kong-ის კომერციულ მედიაციაში ჩატარებული შეჯიბრის მერვედფინალისტი, ხოლო, 2019 წელს კომერციულ მედიაციაში INADR-ის შეჯიბრის ფინალისტი და ერთერთი გამარჯვებული.

სხვადასხვა დროს სამართალში კვალფიკაციის ამაღლების კურსები გავლილი აქვს საფრანგეთში, გერმანიასა და შვედეთში. მას ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, იგი არის სამართლის მკვლევარი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ლექციებს მაგისტრატურის საფეხურზე საგანში „რთული შემთხვევების კვალიფიკაცია სასამართლო პრაქტიკაში.“ იგი აგრეთვე გახლავთ სამართლის მკვლევარი აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტში. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროებია: ზოგადი იურისპრუდენცია და სამართლის ფილოსოფია, ადამიანის უფლებათა სამართალი, კერძო და საჯარო სამართლის თეორია.

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
უკან