ENG

ასოციაციის შესახებ

ასოციაციის შესახებ

კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ყველაზე დამოუკიდებელი და შემოქმედებითი პროფესიული გაერთიანების - სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ვებ- გვერდზე! 
2020 წლის 01 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „მედიაციის შესახებ“, რაც უპრეცენდენტო რეფორმას წარმოადგენს ბოლო წლების საქართველოში, აღნიშნული კანონის ამოქმედებამ ყველა ჩვენთაგანს ჯერ კიდევ წარმოუდგენელი შესალებლობები დაგვიქვემდებარა, რითაც ფაქტობრივ შეუძლებლის შესაძლებლად წარმოდგენა და მიღწევა უნდა შევძლოთ, კერძოდ:
 
  • მოგვეცა შესაძლებლობა თავად გადავწყვიტოთ სასამართლოში მიმდინარე ჩვენი სამართლებრივი დავა!
  • მოგვეცა შესაძლებლობა თავად გადავწყვიტოთ ჩვენი სამართლებრივი დავა სასამართლოსთვის მიუმართავად, პირდაპირ მედიატორის დახმარებით!
  • ჩვენ მიერ მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება სასამართლოს მიერ სავალდებულო სახით დამტკიცებას და ჩვენი ხელით ვანხორციელებთ მართლმსაჯულებას!
  • ეს ყველაფერი ხორციელდება უმოკლეს ვადებში და გაცილებით უფრო მცირე დანახარჯით ვიდრე ნებისმიერი სხვა სახის დავის გადაწყვეტის საშუალების გამოყენებით.
ირაკლი ყანდაშვილი
თავმჯდომარე
იხილეთ მეტი

რა არის მედიაცია?

მედიაცია დავის გადაწყვეტის მეთოდია, რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას.0
წარმოიშვა დავა ან უთანხმოება
წარმოშობილი დავის გადასაწყვეტად შეგიძლიათ მიმართოდ მედიაციას
აირჩევთ მედიატორს ერთიანი რეესტრიდან
მედიაციის პროცესში მედიატორი ნეიტრალური პირია
მედიაციაში თქვენი ინტერესების დაახლოვება ხდება
მედიაციის სესიები ტარდება ნეიტრალურ და ნაკლებად ფორმალურ გარემოში
სამედიაციო მორიგება - ურთიერთ-მისაღები გამოსავალია
მედიაცია წარმატებით სრულდება თუ პირობები ორივე მხარისთვის მისაღებია

სიახლეები

ყველა

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თბილისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე.

ტრენინგი ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ პროექტის მხარდაჭერით, ასოციაციის წევრებისთვის გამართა ტრენინგი “ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის”

2024 წლის სტატისტიკა

სასამართლო მედიაციისთვის გადაცემული საქმე 2024 წელი

2025 წლის სტატისტიკა

სასამართლო მედიაციისთვის გადაცემული საქმე 2025 წელი

როგორ გახდე მედიატორი

რომ გახდე მედიატორი ამისათვის საჭიროა სამი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიაროთ წარმატებით.

კალენდარი