ENG

მედიატორი

თათია ქვრივიშვილი

მედიატორი
სიითი N0045
სასამართლო მედიატორი
თათია ქვრივიშვილი -  მედიატორი 2017 წლიდან.


სამართლის დოქტორი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯომარის ბიუროს კონსულტანტი - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ააიპ ,,საქართველოს სასამართლოების მოხელეთა პროფესიული ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

პროფესიით იურისტი ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის დიპლომებს.

2017 წლიდან თათია ქვრივიშვილს გავლილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მიერ ჩატარებული 56 საათიანი მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგი. 2016 წ - ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU), მიშელ ჰემლინის სამართლის სკოლის (Mitchell Hamline School of Law) - 34 საათიანი ტრენინგი თემაზე: ,,დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - მედიაციის თეორია და უნარები“. 2017 წლიდან - დღემდე არის აკრედიტებული მედიატორი თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ადამიანის უფლებათა სამართალში გავლილი აქვს სასერტიფიკატო კურსები სტრასბურგის უნივერსიტეტსა და პოზნანის ადამიანის უფლებათა ცენტრში; საჯარო მმართველობის მიმართულებით - მალმოსა და ლინშოპინგის უნივერსიტეტებში. 2018 წ. მიწვეული მკვლევრის სტატუსით იმყოფებოდა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

თათია ქვრივიშვილის სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: შრომით-სამართლებრივი, საბანკო, საოჯახო, სამეზობლო სამართლებრივი დავები.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან