ENG

მედიატორი

თორნიკე კაპანაძე

მედიატორი
სიითი N0027
სასამართლო მედიატორი
თორნიკე კაპანაძე - მედიატორი 2018 წლიდან.

ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; ასევე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი.
პროფესიით იურისტი ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორანტის დიპლომებს.
2019 წლიდან თორნიკეს გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, UNDP, EU4Justice – 56 საათიანი მედიატორის ტრენინგი. სტატუსით არის აკრედიტებული მედიატორი. ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი.
თორნიკეს სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: საოჯახო, სამეზობლო და კომერციულ დავებთან დაკავშირებული დავები.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2019 – 2020 წწ. იუსტიციის მსმენელი, იუსტიციის უმაღლესი სკოლა; 2018 – 2019 წწ. საბჭოს წევრი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განმხილველი დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო; 2017 – 2018 წწ. კომისიის წევრი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელააღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია; 2017 – 2019 წწ. უფროსი კონსულტანტი, მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; 2015 – 2017 წწ. კონსულტანტი - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2013 – 2015 წწ. კოლეგიის თანაშემწე - სამოქალაქო საქმეთა პალატა, თბილისის სააპელაციო სასამართლო; 2011 – 2013 წწ. მოსამართლის თანაშემწე, თბილისის სააპელაციო სასამართლო; 2009 – 2010 წწ. სხდომის მდივანი, თბილისის სააპელაციო სასამართლო; 2008 – 2009 წწ. სპეციალისტი - თბილისის სააპელაციო სასამართლო.

სამუშაო ენები: ქართული.
უკან