GEO

Latest news

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს , რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.

ირაკლი ყანდაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, მან რაჟდენ კუპრაშვილს მედიაციის საქმიანობა გააცნო, მედიაციის მნიშვნელობასა და როლზე ესაუბრა და ყურადღება გაამახვილა ასოციაციის სამომავლო გეგმებზე.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და საფრანგეთ- საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ანტუან ბარტონმა მოაწერეს ხელი.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალ წევრებთან შეხვედრა გამართა.

მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენელი, ეკატერინე ლორთქიფანიძე მიესალმნენ. ირაკლი ყანდაშვილმა მედიაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა , რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ადვოკატებს საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდეთ მედიაციის პროცესთან დაკავშირებით, მან ახალგაზრდა ადვოკატებს რჩევა მისცა, რომ მედიაციის პროცესში ეფექტური წარმომადგენლები გახდნენ და შეასრულონ მხარეების სანდო მრჩევლების ფუნქცია.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მედიატორებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა მედიტორებს შორის გამოცდილების გაზიარებას. მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი მიესალმა. გამოცდილმა მედიატორებმა და თბილისის და მცხეთის სასამართლო მედიაციის ცენტრების ხელმძღვანელებმა, ელენე ორჯონიკიძემ და ნათია ჩიტაშვილმა, ასოციაციის ახალ წევრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სასამართლო ცენტრების მუშაობის სპეციფიკა გააცნეს , ასევე ცენტრებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

საინფორმაციო ბიულეტენი

გაეცანით "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" 2023 წლის იანვარი - აპრილის აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობდა და მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციის, სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია მონაწილეობდნენ.

კონფერენცია - "შრომითი უფლებები სამოქალაქო საზოგადოებისთვის“

სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ - სოფიო დუღაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაზე - "შრომითი უფლებები სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, რომელიც გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრის და “შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის საქართველოში” ორგანიზებით.

2023 წლის 28 აპრილიდან დაიწყება მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია

გაცნობებთ, რომ 2023 წლის 28 აპრილიდან დაიწყება მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია. პროგრამაზე რეგისტრაცია გაგრძელდება 2023 წლის 20 მაისის ჩათვლით.

არასასამართლო მედიაციის განვითარების პროექტი

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მხარს უჭერს საქართველოში, არასასამართლო მედიაციის მექანიზმის ეფექტურ ამოქმედებას, რადგან არასასამართლო მედიაციის სისტემის ეფექტური საქმიანობა წარმოადგენს წინაპირობას სამოქალაქო კატეგორიის მოდავე მხარეებისთვის გვერდი აუარონ სამართალწარმოებას და ურთიერთობების ერთმანეთს შორის შემდგომ გართულებას, ასევე ხელს უწყობს პოტენციური სასამართლო წარმოების პრევენციას მოდავე მხარეებს შორის, რაც წინაპირობაა სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების უზრუნველყოფის მოდავე მხარეებისთვის და ხარისხიანი მართლმსაჯულების რეალიზების საქართველოში.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი და ასოციაციის ადმინისტრაციის თანამშრომლები, საპატრიარქოში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე ირაკლი ყანდაშვილმა, ასოციაციის საქმიანობაზე და მედიატორთა მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა, აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ასოციაციის მიზნებზე და გეგმებზე.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის - მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების პროექტის -მხარდაჭერით მედიატორებისთვის ტრენინგი ჩაატარა სახელწოდებით- “Procedural Law for mediation”

ტრენინგი მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში მიმდინარეობდა და მას საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი, ლაშა კალანდაძე უძღვებოდა.მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ იმნაიშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველი, სოფიო ტყემალაძე.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, მედიაციის ეთიკის პირველი ტრენინგ კურსი გამართა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა.