საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალ წევრებთან შეხვედრა გამართა.
მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენელი, ეკატერინე ლორთქიფანიძე მიესალმნენ. ირაკლი ყანდაშვილმა მედიაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა , რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ადვოკატებს საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდეთ მედიაციის პროცესთან დაკავშირებით, მან ახალგაზრდა ადვოკატებს რჩევა მისცა, რომ მედიაციის პროცესში ეფექტური წარმომადგენლები გახდნენ და შეასრულონ მხარეების სანდო მრჩევლების ფუნქცია.
საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალური საკითრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრისა და საქპატენტის თანაორგანიზებით დაგეგმილ ვებინარში, რომელიც დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ მეთოდებს შეეხებოდა.
ღონისძიება გაიმართა WIPO-სა და სსიპ - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს ,,საქპატენტს“ შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში.
ვებინარზე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ , ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოში მედიაციის პროცესის პრინციპებსა და მორიგების ხელშეკრულებების აღსრულების შესახებ, პრეზენტაცია წარადგინა.