ENG

სიახლეები

2023 წლის 29 სექტემბრიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია.

გაცნობებთ, რომ 2023 წლის 29 სექტემბრიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია. პროგრამაზე რეგისტრაცია გაგრძელდება 2023 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.

გრძელდება საუბრები ადვოკატებთან მედიაციაზე

შეხვედრა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველმა, ირაკლი გელოვანმა გახსნეს.

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა აჭარის რეგიონში, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მედიაციის ცენტრის გახსნა ემსახურება მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას საზოგადოებისათვის, სადაც მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება მედიაციის საშუალებით.

შეხვედრა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფთან

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი "იურიდიული დახმარების სამსახურთან"

,,საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“-სა და ,,იურიდიული დახმარების სამსახურ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

გრძელდება მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა

ტრენინგს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე,ირაკლი ყანდაშვილი და ამავე ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მედიატორი, თსუ-ს ასოცირებული პროფ. ნათია ჩიტაშვილი უძღვებოდნენ

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia მუდმივი წარმომადგენლის - ნიკ ბერესფორდის გარდაცვალების გამო

ნიკ ბერესფორდიმ საქართველოში გატარებული ორი წლის განმავლობაში საყოველთაო სიყვარული, ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა, მისი უდროოდ წასვლა კი უდიდესი დანაკლისია ქვეყნისთვის.

ტრენინგი - მედიატორი-საქმის მენეჯერი

ამ წუთებში, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრებისათვის ტრენინგი მიმდინარეობს, სახელწოდებით- მედიატორი-საქმის მენეჯერი, რომელიც განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში იმართება.

ტრენინგი მედიატორებისთვის - “Procedural Law for mediation”

მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში მიმდინარეობს ტრენინგი მედიატორებისთვის - “Procedural Law for mediation” , რომელიც მხარდაჭერილია, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი, აჭარის რეგიონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

ირაკლი ყანდაშვილი, აჭარაში მოქმედ მედიატორებს სასამართლო მედიაციის ცენტრში შეხვდა. შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარემ მედიაციის აქტუალური საკითხები მიმოიხილა , ასევე ყურადღება გაამახვილა აჭარის რეგიონში მედიაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე .

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროპელ კოლეგებს, გამოცხადებული ნდობისთვის და ამ უდიდესი შესაძლებლობისთვის, მადლობას უხდის.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დოკუმენტს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა მოაწერეს ხელი.