ENG

სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი ინიციატივებისა და ღონისძიებების განხორციელებას. დოკუმენტს, საქართველოს მედიატორტა ასოციაციის თავმჯდომარემ , ირაკლი ყანდაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ნანა გაბელიამ მოაწერეს ხელი.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მედიაციის კომიტეტის ეგიდით, გაიმართა ვებინარი თემაზე- ადვოკატის როლი მედიაციის პროცესში.

ვებინარი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელიც ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა , მარია სლაზაკმა გახსნა.

საქართველოს მედიარორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში გამარჯვებული 7 სტუდენტი სტაჟირებით დააჯილდოვა

სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სასამართლო და მედიაციის, იმიტირებულ პროცესებში

საუბრები ადვოკატებთან მედიაციაზე, საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, შეხვედრების ციკლს აგრძელებს

ამჯერად შეხვერდა ქუთაისში გაიმართა, რომელსაც ამ რეგიონში მოქმედი ადვოკატები ესწრებოდნენ. პროექტი , USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს მედიაციის შესახებ ცნობადობის გაზრდას.

საქართველოს მედიატორთა ასოციციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გასვლითი სამუშაო შეხვედრა და ჯგუფური შეკავშირების ტრენინგი გამართა

შეხვედრაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველი, სოფო ტყემალაძემ.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში მედიაციის ცენტრი გაიხსნა

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ და ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ანაიტ ოგანესიანმა გახსნეს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მონაწილეობას იღებდა გაეროს ბავშთა ფონდის (UNICEF) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში.

საქართველოში ბავშვებზე მორგებული მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიმუშავა და წარადგინა ანალიზი „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება საქართველოში - განხორციელების კონცეფცია“.

ევროპის საბჭოს ეგიდით პროექტი -"დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ დაიწყო, რომლის მიზანია ქვეყანაში მართლმსაჯულების მიმართულებით ალტერნატიული მექანიზმების განვითარება.

ევროპის საბჭოს პროექტის პირველი მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობას საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან ერთად მართლმსაჯულების პროცესში ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციებიც იღებდნენ.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრებისათვის ტრენინგი გაიმართა, სახელწოდებით- მედიატორი-საქმის მენეჯერი

ტრენინგი განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის - მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების პროექტის - მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ამ ინიციატივის მიზანია საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება. პირველი შეხვედრა რუსთავში გაიმართა, რომელსაც საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავნმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველი, სოფიო ტყემალაძე უძღვებოდნენ.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად შეხვედრების ციკლი - საუბრები ადვოკატებთან მედიაციაზე - დაიწყო

შეხვედრას საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველი, სოფო ტყემალაძე უძღვებოდნენ.

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ და დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი ბუხრაშვილმა, დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში მედიაციის ცენტრი გახსნეს.