ENG

სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით დაიწყო მედიაციის/მედიატორის ტრენერთა ტრენინგი (TOT).

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით დაიწყო მედიაციის/მედიატორის ტრენერთა ტრენინგი (TOT). ტრენინგის მხარდამჭერია USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის UNDP მუდმივ წარმომადგენელს ნიკ ბერესფორდს შეხვდა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს ნიკ ბერესფორდს შეხვედრაზე გააცნო საქართველოში მედიაციის (როგორც დავის რეგულირების ახალი მექანიზმის) მიმდინარე პროცესის შესახებ ინფორმაცია.

კომერციული მედიაციის ეროვნული შეჯიბრი წარმატებით დასრულდა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და „ევროპის უნივერსიტეტს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ასოციაციის მიერ მხარდაჭერილი კომერციული მედიაციის ეროვნული შეჯიბრი წარმატებით დასრულდა

"საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“-ს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭო“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ინსტიტუციური განვითარებისა და დარგის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას,

მედიაციის/მედიატორის ტრენერთა ტრენინგი (TOT)

"საქართველოს მედიატორთა ასოციაცია" აცხადებს დაინტერესებულ პირთა განაცხადების მიღებას მედიაციის/მედიატორის ტრენერთა ტრენინგზე

,,საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“-სა და ,,მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია“-ს (SMEDA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ინსტიტუციური განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების დანერგვა/პოპულარიზაციას და მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის მედიაციის მექანიზმის ხელმისაწვდომობას.

სამართლის სკოლა და შეჯიბრი მედიაციაში.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მხარდაჭერითა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს ( ELSA Georgia) ორგანიზებით იმართება ღინისძიება: სამართლის სკოლა და შეჯიბრი მედიაციაში.

კომერციული მედიაციის ეროვნული შეჯიბრი დაიწყო

12-13 მარტს, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და „ევროპის უნივერსიტეტს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით კომერციული მედიაციის ეროვნული შეჯიბრის მონაწილეებისათვის გაიმართა თეორიული და პრაქტიკული გადამზადების ტრენინგი - მოლაპარაკების წარმოებასა და მედიაციაში.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბოლნისში ახლად ამოქმედებული მედიაციის ცენტრის მედიატორებს შეხვდა

2 მარტს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი თამარ იმნაიშვილი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გახსნილ მედიაციის ცენტრის მედიატორებს შეხვდნენ.

კომერციული მედიაციის ეროვნული შეჯიბრი

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მხარდაჭერითა და ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით დაარსდა კომერციული მედიაციის ეროვნული შეჯიბრი

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში

საქართველოს უზენაესი სასამართლოს , სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი გრატიაშვილმა, ბოლნისის რაიონული სასამართლოში გახსნეს სასამართლო მედიაციის ცენტრი.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ბაზაზე შექმნილი სასამართლო მედიაციის ცენტრების კოორდინატორთა მუდმივმოქმედი საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა.

უახლოეს პერიოდში საქართველოს ყველა ტერიტორიულ ერთეულში მედიატორების მომსახურება ხელმისაწვდომი გახდება, კერძოდ, საქართველოს ყველა რაიონულ საქალაქო სასამართლოში, სწორედ აქედან გამომდინარე ახლად ამოქმედებული სასამართლო მედიაციის ცენტრების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ბაზაზე შეიქმნა მუდმივ მოქმედი საკოორდინაციოო საბჭო.