ENG

სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ქუთაისში ახლად ამოქმედებული მედიაციის ცენტრების მედიატორებს შეხვდა

14 თებერვალს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი თამარ იმნაიშვილი ქუთაისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული სასამართლო მედიაციის ცენტრების მედიატორებს შეხვდნენ,რომლებმაც სერტიფიცირების პროგრამის დებულების შესაბამისად გაიარეს სამ საფეხურიანი სერტიფიცირების პროგრამა და გახდნენ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორები.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის რეესტრს ახალი სერტიფიცირებული მედიატორები შემოუერთდა

10 თებერვალს, სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შეხვდა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ახალ წევრებს, რომლებსაც სერტიფიცირების პროგრამის დებულების შესაბამისად გაიარეს სამ საფეხურიანი სერტიფიცირების პროგრამა და გახდნენ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორები.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქუთაისის უნივერსიტეტთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და „ქუთაისის უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის 2020-2025 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად, განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის მე-11 მუხლის თანახმად 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა სავალდებული განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემა.

საინფორმაციო ბიულეტენი

გაეცანით "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" 2021 წლის სექტემბერ - დეკემბრის აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს.

მედიაციის ცენტრების გახსნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ქალბატონმა-ნინო ქადაგიძემ და “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ-ირაკლი ყანდაშვილმა 29 დეკემბერს, ქ. ქუთაისში საზეიმო სიმბოლური ლენტის გაჭრით გახსნეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლო მედიაციის ცენტრები

მედიაციის კვირეულის საინფორმაციო ბიულეტინი

გაეცანით "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" 2021 წლის, მედიაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში განხოციელებულ ღონისძიებების საინფორმაციო ბიულეტინს

2021 წლის 18 დეკემბერს „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მორიგი საერთო კრება გაიმართა

საერთო კრებაზე, ასოციციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა მოქმედ მედიატორებს მედიატორთა ასოციაციის საქმიანობის ერთ წლიანი ანგარიში წარუდგინა.

ინტერდისციპლინური ფორუმი -„მედიაცია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივა“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მედიაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა პირველი ინტერდისციპლინური ფორუმი -„მედიაცია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივა“ . ფორუმი მიმდინარეობდა პანელური დისკუსიის რეჟიმში, რომელსაც მოდერირებას უწევდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი.

ვორქშოფი - „კრიზისული მომენტების მენეჯმენტი მედიაციაში“

მედიაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრებისთვის ჩატარდა ვორქშოფი თემაზე „კრიზისული მომენტების მენეჯმენტი მედიაციაში“ რომელსაც წარუძღვა მოწვეული უცხოელი ექსპერტი ალედ დევისი.

სამუშაო შეხვედრა „სინგაპურის კონვენციის როლი და მნიშვნელობა საქართველოსთვის“

15 დეკემბერს მედიაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა სამუშაო შეხვედრა „სინგაპურის კონვენციის როლი და მნიშვნელობა საქართველოსთვის“ .

ფორუმი „ბიზნესისა და ადამიანის უფლებების“ შესახებ

მედიაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციის და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა პირველი „ბიზნესისა და ადამიანის უფლებების“ ფორუმი, აღნიშნული ფორუმი მხარდაჭერილი იყო შვედეთის მთავრობის მიერ