ENG

სიახლეები

საინფორმაციო ბიულეტენი

გაეცანით "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" 2022 წლის აპრილი - ივნისის აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს.

ეთიკის კომისიის წევრების მორიგი სხდომა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრების მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც წევრებმა შეაჯერეს კომისიის გასული პერიოდის აქტივობები და განიხილეს სამომავლო გეგმები.

ADR თემაზე ორგანიზებული სასწავლო ვიზიტი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი იმყოფებოდა ADR თემაზე ორგანიზებული სასწავლო ვიზიტით დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, რომელიც განხორციელდა გლობალური საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამასთან თანამშრომლობით.

ტრენინგი - "დისტრიბუციული და ინტეგრაციული მოლაპარაკება მედიაციის პროცესში"

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი- "დისტრიბუციული და ინტეგრაციული მოლაპარაკება მედიაციის პროცესში"/ “Distributive and Integrative Negotiation in Mediation Practice, რომელსაც წარუძღვა ვილდაუს უნივერსიტეტის პროფესორი, მედიატორი, ექსპერტი გრეგ ბონდი.

გაცნობითი სამუშაო შეხვედრა ქუთაისის საქალაქო, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებსა და ქუთაისის მედიაციის ცენტრის მედიატორებს შორის.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა გაცნობითი სამუშაო შეხვედრა ქუთაისის საქალაქო, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებსა და ქუთაისის მედიაციის ცენტრის მედიატორებს შორის

რეგიონალური კონფერენცია - ,,ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები ენერგეტიკის სექტორში“.

სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ - სოფიო დუღაშვილმა მონაწილეობა მიიღო რეგიონალურ კონფერენციაზე - ,,ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები ენერგეტიკის სექტორში

საჯარო ლექცია თემაზე: „მედიაცია - დავის ეფექტურად რეგულირების ახალი შესაძლებლობა“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო ლექცია გამართა უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, თემაზე: „მედიაცია - დავის ეფექტურად რეგულირების ახალი შესაძლებლობა“.

საერთაშორისო კონფერენცია - „მედიაციის გამოყენების პროცესში არსებული ტენდენციები, რისკები და შესაძლებლობები“.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა და ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა თამარ იმნაიშვილმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში „მედიაციის გამოყენების პროცესში არსებული ტენდენციები, რისკები და შესაძლებლობები“

გაცნობითი სამუშაო შეხვედრა ავსტრიის საელჩოს წარმომადგენელთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა თამარ იმნაიშვილმა უმასპინძლეს ავსტრიის საელჩოს წარმომადგენელს - ნიკა მაღრაძეს.

ტრენინგი „პროფესიული უნარების განმტკიცებაში“ მედიატორებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხარდაჭერით და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმში გაიმართა ოთხ დღიანი ტრენინგი „პროფესიული უნარების განმტკიცებაში“ მედიატორებისთვის

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის" თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილის მონაწილეობით საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა-სასწავლო დაწესებულებებში მედიაციის, როგორც სასწავლო დისციპლინის დანერგვასთან დაკავშირებით.